
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
16/01/2024 13:15:21 ეკონომიკა
16 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6573 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.50 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8917 ლარი გახდა.
2.51 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ფასი 3,3559 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.83 თეთრი შეადგინა.