
რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა საქართველოში 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი
16/01/2024 08:16:27 საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 1,856,237 ვიზიტორის საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა, რაც 397 ათასით (27%-ით) აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.
მეორე ადგილზეა თურქეთი, რომლის მოქალაქეებმაც გასულ წელს 1,577,439 საზღვრის კვეთა განახორციელეს. ეს მაჩვენებელი 53%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს.
შემდეგ პოზიციას სომხეთი, რომლის მოქალაქეების საზღვრის კვეთების რაოდენობა 1,276,420 იყო, რაც წლიურად 25%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნები, საიდანაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა:
- რუსეთი - 1,856,237 საზღვრის კვეთა;
- თურქეთი - 1,577,439 საზღვრის კვეთა;
- სომხეთი - 1,276,420 საზღვრის კვეთა;
- EU - 451,024 საზღვრის კვეთა;
- ისრაელი - 251,579 საზღვრის კვეთა;
- აზერბაიჯანი - 241,271 საზღვრის კვეთა;
- უკრაინა - 202,984 საზღვრის კვეთა;
- ყაზახეთი - 192,282 საზღვრის კვეთა;
- ბელარუსი - 171,392 საზღვრის კვეთა;
- ირანი - 143,382 საზღვრის კვეთა.