Accentnews.ge
ომბუდსმენი სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობას გააგრძელებს

ომბუდსმენი სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობას გააგრძელებს

16/01/2024 06:06:42 საზოგადოება

15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული.

„ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S