Accentnews.ge
მედია: ბაქოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

მედია: ბაქოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

16/01/2024 06:02:34 საზოგადოება

ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა.

არსებული ცნობით, ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცნობის დაზუსტებაზე საელჩო მუშაობს.

ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა. დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S