
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
15/01/2024 13:46:41 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6582 ლარი ეღირება, ევრო – 2.9067 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3810 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6741 ლარი ღირდა, ევრო – 2.9308 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4103 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 იანვარს ამოქმედდება.