Accentnews.ge
დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 78%-ით შემცირდა: საიდან  რიცხავენ ფულს საქართველოში

დეკემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 78%-ით შემცირდა: საიდან  რიცხავენ ფულს საქართველოში

15/01/2024 08:33:14 ეკონომიკა

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი შემოდინებების 78%-იან ვარდნას უკავშირდება. თანხობრივად დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება 250 მილიონი დოლარია.

ამასთან, გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

10 ქვეყანა, საიდანაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:

1) რუსეთის ფედერაცია - $71 მილიონი, კლება წინა წელთან -78%;

2) იტალია - $50 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

3) აშშ - $46 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%;

4) საბერძნეთი - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;

5) გერმანია - $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%;

6) ისრაელი - $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;

7) ყაზახეთი - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

8) თურქეთი - $8 მილიონი, კლება წინა წელთან -13%;

9) ესპანეთი - $6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;

10) საფრანგეთი - $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S