Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

15/01/2024 07:15:04 პოლიტიკა

15–18 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რიჩარდ ნეფი საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"ორივე ქვეყანაში იგი განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებსა და გამოწვევებს, ასევე – შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას. სომხეთში იგი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში. საქართველოში იგი შეხვდება ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S