
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს
14/01/2024 14:41:30 საზოგადოება
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.