
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
14/01/2024 09:29:02 საზოგადოება
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი ჰოსპიტალიზებულია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.