
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
11/01/2024 16:27:10 საზოგადოება
საქართველოში, ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, სოფელ სამებაში, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მისი სიღრმე 10 კმ იყო.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.