
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს
11/01/2024 15:55:54 საზოგადოება
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს. ინფორმაცია თავდაპირველად „რუსთავი 2″-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი აღნიშნული გამსახურდიამ „რადიო თავისუფლებას” დაუდასტურა.
“ვადასტურებ და ჩემი თანხმობაც არის. მუშაობის დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ არცთუ დიდი. აქ არის გარკვეული პროცედურული საკითხები”. – განუცხადა მან „რადიო თავისუფლებას”.
მანამდე, გიორგი კეკელიძემ თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.