
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო
11/01/2024 07:50:18 საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო. კერძოდ, აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.
Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა. დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans; AZAL; Qeshm Air) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.
სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შექმნია.