
თბილისში აქცია “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა” გაიმართა
09/01/2024 16:46:55 საზოგადოება
თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით აქცია გამართეს.
ადგილზე შეკრებილები აპროტესტებდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ ძაღლზე ძალადობის შემთხვევას და მოითხოვენ პირის “კანონის სრული სიმკაცრით დასჯას”.
მათ ადგილზე მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “აღასრულე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი”, “დაისაჯოს მოძალადე!” “შეაჩერე ცხოველებზე ძალადობა!”.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში მარნეულიდან ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. კაცი პოლიციამ დააკავა.