
სამხრეთ კორეა: „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს
09/01/2024 10:18:49 მსოფლიო
სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის მიერ წარმოებულ იარაღს იყენებს.
სადაზვერვო სამსახურმა CNN-ს დაუდასტურა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ჩრდილოეთ კორეული წარმოების F-7 სარაკეტო ყუმბარმტყორცნი გამოიყენეს.
სამხრეთ კორეის ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში აცხადებენ, რომ აგროვებენ კონკრეტულ მტკიცებულებებს ჩრდილოეთ კორეის მიერ „ჰამასისთვის“ იარაღის მიწოდების მასშტაბებსა და ვადებთან დაკავშირებით.