Accentnews.ge
გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე: არ მესმის, რატომ ვყოყმანობთ

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე: არ მესმის, რატომ ვყოყმანობთ

07/01/2024 11:14:52 მსოფლიო

გერმანიის ყოფილმა პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა გააკრიტიკა გერმანიის ამჟამინდელი მთავრობის ფრთხილი პოზიცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების Taurus-ის მიწოდებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ DW– ს ცნობით, ყოფილმა პრეზიდენტმა გაზეთ Bild AM Sonntag– სთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე არ მესმის სამხედრო საქმეები, მაგრამ ვესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საჭირო სამხედრო ცოდნა. ამ საუბრების შემდეგ ვეღარ ვხვდები, რატომ ვყოყმანობთ უკრაინისთვის ამ იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდებაზე", - თქვა გაუკმა.

გაუკმა აღნიშნა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი აკრძალვა, აგრესიის მსხვერპლისთვის შეიარაღებული დახმარების გაწევაზე.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს Taurus-ი, რადგან „რუსეთის გამარჯვება ასევე საფრთხეს უქმნის სხვა ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოებას საშუალოვადიან პერსპექტივაში“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა მოწოდებით, უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის თაობაზე.

ამ დრომდე გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ის შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე უარს აცხადებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S