
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
05/01/2024 13:38:02 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6865 ლარი ეღირება, ევრო – 2.9310 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4011 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6869 ლარი ღირდა, ევრო – 2.9448 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4156 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 იანვარს ამოქმედდება.