
ქარელში, სოფელ რუისთან მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
05/01/2024 10:55:00 საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისთან მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, დაშავებულები კი მგზავრები არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.