Accentnews.ge
ივანე ჩხაიძე: სეზონური გრიპის ვირუსების შემთხვევები სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს

ივანე ჩხაიძე: სეზონური გრიპის ვირუსების შემთხვევები სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს

05/01/2024 09:15:29 საზოგადოება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სეზონური გრიპის ვირუსების შემთხვევები სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.

მისი თქმით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა და შემთხვევების აღმავალი მრუდია.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ძირითადად H1N1 და H1N3 ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში შემთხვევების რაოდენობა ამჟამად გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ნაკლებია, თუმცა მომდევნო კვირებში შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ. მისი თქმით, ამჟამად ცირკულირებს რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. რაც შეეხება კორონავირუსს, ჩხაიძის განცხადებით, ის ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკის გათვალისწინებით „მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“.

მისი თქმით, გაორმაგებულია კლინიკურად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები თუ 49-ე კვირაში ეს რიცხვი 16 % იყო , ორი კვირის შემდეგ ეს მაჩვენებელი 27% გახდა.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი და მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე მიუთითებს გრიპის ვირუსის არსებობაზე. ბავშვებში ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა. ეს ყველაფერი გრიპის ვირუსის არსებობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს ექიმის მიერ მართული“, – აცხადებს ჩხაიძე.

მისივე თქმით, გრიპი გადამდებია და ინფიცირებული ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია:

„რეკომენდაცია ეხება სიმპტომურ მართვას. ტემპერატურის შემთხვევაში (38 და მეტი) სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - ეს შეიძლება იყოს ჩაი, წყალი, ახლად მომზადებული წვენი. აუცილებლად დარჩით სახლში. გრიპი გადამდებია და ბავშვი თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია, ამიტომ თუ თქვენ ეს ნიშნები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ სახლში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S