Accentnews.ge
NATO-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

NATO-უკრაინის საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

04/01/2024 10:07:48 მსოფლიო

NATO დაეთანხმა კიევის თხოვნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა-NATO-ს საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას ცნობით, საბჭოს საგანგებო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის გამართვაზე NATO-ს თანხმობა „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანია“.

მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის და სად გაიმართება შეხვედრა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინას სულ მცირე 500 რაკეტითა და დრონით შეუტია, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S