ერდოღანი - რაისს: თურქეთი ირანის მხარესაა
04/01/2024 08:58:47 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ოფიციალური ვიზიტი ანკარაში, რომელიც 4 იანვარს იყო დაგეგმილი, გადაიდო.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრების შემდეგ განაცხადა, იუწყება გამოცემა Trend-ი.
„თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტთან იბრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც მან მწუხარება გამოთქვა ქერმანში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. ერდოღანმა მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თურქეთი ირანის მხარესაა ტერორიზმთან ბრძოლაში. "- ნათქვამია ინფორმაციაში.
მასში აღნიშნულია, რომ ერდოღანი და რაისი შეთანხმდნენ, რომ ვიზიტი გადაეგეგმათ. მანამდე ირანის პრეზიდენტი თურქეთში ჩასვლას ნოემბრის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ეს ვიზიტიც გადაიდო.
ცნობისთვის: 3 იანვარს ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებების შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლება მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება.
ისრაელის არმია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში აწარმოებს ომს "ჰამასის" წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობის ფართომასშტაბიანი თავდასხმა.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიემგაზვრება. იგი ისრაელს ეწვევა.
ახლო აღმოსავლეთის კიდევ რომელ ქვეყანაში ჩავა ბლინკენი ჯერ–ჯერობით უცნობია. მისი ტურნეს შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ – 7 ოქტომბრიდან დღემდე ეს ახლო აღმოსავლეთში ბლინკენის რიგით მეოთხ ვიზიტია.


