
თბილისში, "თიბისი ბანკის" ერთ–ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა
03/01/2024 14:43:23 საზოგადოება
თბილისში, "თიბისი ბანკის" ერთ–ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე მოხდა
თვითმხილველების ცნობით, მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოასწრო და ფილიალიდან პოლიციის მისვლამდე გაიქცა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.