
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე დახატული წმინდა გიორგის ხატი საქართველოდან უკრაინაში გადაიგზავნება
03/01/2024 11:59:08 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე დახატული წმინდა გიორგის ხატი საქართველოდან უკრაინაში გადაიგზავნება. ის კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში განთავსდება, სადაც ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების პანაშვიდი მიმდინარეობს.
ხატის ავტორი თამარ გოჩიაშვილია, მისი ნამუშევარი იმითაა გამორჩეული, რომ მასზე საქართველოსა და უკრაინის დროშებია გამოსახული.
"ქართული ლეგიონის" წევრი გია შიოშვილი აცხადებს, რომ "სამართლიანობისთვის მებრძოლი წმინდა გიორგის ხატი წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში დაბრძანდება".
„სამწუხაროდ, უკრაინაში არ არსებობს ქართული ტაძარი, სადაც სამშობლოსთვის დაღუპული ქართველი გმირების პანაშვიდი შეგვეძლება. მაგრამ არა უშავს, უკრაინელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხატი წმინდა ვლადიმირის ტაძარში დავაბრძანოთ. “, - განაცხადა გია შიოშვილმა.