
რა ცვლილებები ამოქმედდა საქართველოში 1 იანვრიდან
01/01/2024 08:58:23 საზოგადოება
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა.
რა ცვლილებები ამოქმედდა დღეიდან:
- თბილისის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა;
- საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაც დაიშვება;
- საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში დღეიდან შევიდა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება;
- ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა;
- სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა;
- სანიტარს, ბებიაქალს, უმცროს ექიმს და ექთნის თანაშემწეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაუწესდა;
- მთავრობა ცემენტიმს, კერამიკული ფილებისა თუ ჭერის პროდუქტების ზედამხედველობა დაიწყო;
- თბილისისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით შემცირდა;
- მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში კომერციული მომხმარებლებისთვის წყლის ფასი გაიზრდა;
- თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებული კომერციული აბონენტებისთვის - კერძო და საჯარო იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილებები თბილისისა და რეგიონების გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა "თბილისი ენერჯიმ" და "სოკარ გაზმა" გასული წლის მიწურულს მიიღეს;
- ასაკობრივი პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზარდა.