Accentnews.ge
უნგრეთსა და უკრაინაში ორბანისა და ზელენსკის შეხვედრას ამზადებენ

უნგრეთსა და უკრაინაში ორბანისა და ზელენსკის შეხვედრას ამზადებენ

29/12/2023 14:53:28 მსოფლიო

უკრაინასა და უნგრეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრას ამზადებენ,- იუწყება Reuters უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით.

მანამდე შეხვედრის საჭიროებაზე ისაუბრა ზელენსკიმ, მოგვიანებით ორბანმა თქვა, რომ ამისთვის მზადაა.

მოგეხსენებათ, უნგრეთი ცდილობდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების ბლოკირებას. საბოლოოდ გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს – მან გადაწყვეტილების მიღების მომენტში სხდომის დარბაზი დატოვა.

ამასთან, ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S