Accentnews.ge
ახმეტაში სტიქიით დაზიანებული ანძის შეკეთებისას კაცი დაიღუპა

ახმეტაში სტიქიით დაზიანებული ანძის შეკეთებისას კაცი დაიღუპა

29/12/2023 12:15:06 საზოგადოება

ახმეტაში სტიქიით დაზიანებული ანძის შეკეთებისას კაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახანძრო- სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. 35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.

კაცი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელი იყო.

შსს-მ გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S