Accentnews.ge
ზელენსკი: დღეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა ისროლა, აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს

ზელენსკი: დღეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა ისროლა, აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს

29/12/2023 09:46:45 მსოფლიო

რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული Kh-101/X-505 რაკეტებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მტრის სამიზნე გახდა „სამშობიარო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობები, ავტოსადგომები, კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები".

როგორც მან აღნიშნა, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა გაუშვეს, მაგრამ სამიზნეების უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.

„სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს - და ზუსტად ასეც იქნება”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S