Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, არიან დაღუპულები და დაჭრილები

29/12/2023 07:26:18 მსოფლიო

29 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასიური შეტევა დაიწყო.საჰაერო განგაშის შესახებ ახლაც იუწყებიან. კიევში სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.

„დედაქალაქში ამ დროისთვის ხუთი დაშავებულია. პოდოლსკის რაიონში ექიმებმა ორ მამაკაცს ადგილზე გაუწიეს დახმარება. ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს სვიატოშინსკის რაიონში, ორი კი შევჩენკოვსკის რაიონში“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

მოგვიანებით კლიჩკომ განმარტა, რომ დაჭრილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია. შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანებული საწყობის ნანგრევების ქვეშ კიდევ სამი ადამიანი რჩება.

კიევში დაზიანდა მეტროს სადგურ ლუკიანოვსკაიას შენობაც, რომელიც თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს.

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ 35 წლის მამაკაცი ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. დაშავდა კიდევ რვა ადამიანი. ქალაქში 20-მდე ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო S-300 რაკეტებით.

დნეპროს მერმა ბორის ფილატოვმა განაცხადა, რომ ქალაქში თავდასხმის შედეგად დაღუპულები და დაჭრილები არიან. მათი რაოდენობა ჯერ კიდევ დგინდება. ასევე დაზარალდნენ ხერსონის, ლვოვისა და სუმის რეგიონების მცხოვრებლები. ოდესაში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მაღალსართულიან შენობას შეეჯახა და ხანძარი გაჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S