Accentnews.ge
საქსტატი: 2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

საქსტატი: 2023 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

29/12/2023 07:43:54 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა.

ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S