Accentnews.ge
გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილზე: თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გაიაროს

გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილზე: თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გაიაროს

28/12/2023 18:14:43 პოლიტიკა, საზოგადოება

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"დაზიანებული ხერხემალი, რა თქმა უნდა, პროგრესირებს. ფეხების სისუსტის ერთ-ერთი მიზეზი დაზიანებული ხერხემალია. ითქვა, რომ თუ ასე გაგრძელდა, თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გაიაროს", – ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ითხოვს ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S