
აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
28/12/2023 14:54:04 საზოგადოება
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ავტომობილების მგზავრებმა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.