Accentnews.ge
თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი დაამტკიცა

28/12/2023 12:37:06 საზოგადოება

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.

პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5.

სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

თავიდან, ერთმანეთს ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად სიტყვიერი შელაპარაკება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების გოგა ონიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებმა გააპროტესტეს და ავთანდილ ცინცაძემ მას სამარცხვინო და მოძალადე უწოდა.

პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება. კომპლექსის 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S