
ძლიერი ქარის გამო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად კონტროლიორი დაშავდა
28/12/2023 12:04:32 საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ–ერთი შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად კონტროლიორი დაშავდა. შესაბამის კადრებს "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც კადრებში ჩანს, კონტროლიორმა დაზიანება თავის არეში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა თბილისის სხვა უბნებშიც. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. დაზიანდა ავტომობილებიც.