
ქარმა თბილისში შენობას სახურავი ახადა
28/12/2023 10:37:02 საზოგადოება
ძლიერმა ქარმა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე შენობას სახურავი ახადა.
შემთხვევა #53–ში 28 დეკემბერს მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ქვეყნის მასშტაბით. იუწყებიან ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებაზე, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალინი შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.