კამიშინი: უკრაინულ დრონს, რომელიც აქამდე 1100 კმ–ზე მუშაობდა, ახალი ვერსია ექნება, შედეგებს იგრძნობთ
27/12/2023 19:33:31 მსოფლიო
უკრაინამ დაიწყო დრონების სერიული წარმოება, რომელთაც გრძელ მანძილზე შეუძლიათ გადაადგილება. ამის შესახებ ქვეყნის სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს შაჰედ-131-ის ხუთზე მეტი სერიული წარმოების ანალოგი და ერთიც შაჰედ-136-ის ანალოგი“, - თქვა მინისტრმა.
მან ასევე დააანონსა დრონის ახალი ვერსია, რომელიც დაფრინავს 1100 კილომეტრ მანძილზე. ამავდროულად, კამიშინმა განმარტა, რომ მას შეეძლო შეზღუდული რაოდენობის ინფორმაცია ეთქვა უსაფრთხოების მიზნით. თუმცა იქვე თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, მხოლოდ შეზღუდული ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა აქვს.
„მაგალითად, პროდუქტს, რომელიც ადრე მუშაობდა 1100 კილომეტრზე, მალე ახალი ვერსია ექნება, ამის შესახებ დროთა განმავლობაში გაიგებთ, მისი გამოყენების შედეგებიდან გამომდინარე“, - დასძინა მინისტრმა.
მისი თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო შეძლებს 1000-ზე მეტი დრონის მიღებას, რომლებიც 1000 კილომეტრზე მეტს დაფარავენ.


