Accentnews.ge
საპატრიარქო: დეკანოზმა ცქიფურიშვილმა სასჯელი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის მიიღო

საპატრიარქო: დეკანოზმა ცქიფურიშვილმა სასჯელი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის მიიღო

27/12/2023 19:04:05 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უარყოფს ინფორმაციას დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ საეკლესიო სასჯელის დროშის დაწვის გამო მიღების თაობაზე.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო განმარტავს, რომ დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განცხადებას საპატრიარქო თან ურთავს საქართველოს საპატრიარქოს სინოდალური კომისიის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, სხდომა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს გაიმართა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მღვდლები, მათ შორის დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, ევროკავშირის დროშებს იმ პირისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომელმაც მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S