Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისია: “იმედის” და “რუსთავი 2-ის" შემოსავალი გაიზარდა

კომუნიკაციების კომისია: “იმედის” და “რუსთავი 2-ის" შემოსავალი გაიზარდა

27/12/2023 16:36:34 საზოგადოება

2023 წლის მესამე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი გაზრდილია. ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. განახლებული მონაცემები, რომლებიც ივლისი-სექტემბრის პერიოდს ასახავს, კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა.

წინა წელთან შედარებით 23% - 3,5 მილიონი ლარი - მატება ფიქსირდება.

ტელეკომპანიების შემოსავლები:

  • “იმედი” - გაიზარდა 1,4 მილიონი ლარით და 6.3 მილიონი შეადგინა;
  • “რუსთავი 2” - გაიზარდა 1,1 მილიონი ლარით და 2.6 მილიონს გაუტოლდა;
  • “მთავარი არხი” - შემცირდა 0,2 მილიონი ლარით და 1.9 მილიონი შეადგინა;
  • POS TV - გაიზარდა 0,5 მილიონი ლარით და 1.9 მილიონი ლარი გახდა;
  • “ფორმულა” - გაიზარდა 0,4 მილიონი ლარით და 1.3 მილიონ ლარს გაუტოლდა;
  • “TV პირველი” - გაიზარდა 0,1 მილიონი ლარით და 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი რეკლამა შევიდა “იმედში” – 29%–ით მეტი, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში და 6,3 მილიონი ლარი გახდა. მეორე პოზიციას იკავებს “რუსთავი 2” – შემოსავალი 73%-ით გაიზარდა და 2,6 მილიონი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S