Accentnews.ge
კალაძე – ცათამბჯენების მშენებლობაზე: არ არსებობს ლოგიკა და არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს

კალაძე – ცათამბჯენების მშენებლობაზე: არ არსებობს ლოგიკა და არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს

27/12/2023 14:50:33 საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობაზე ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. მეტიც, ამბობს, რომ „არ არსებობს არანაირი ლოგიკა და არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“.

„თავისი მიზეზი აქვთ, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“, თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან… არ იციან, რა ქნათ, რადგან ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით“, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას და პროექტები განხორციელდება მომავალშიც:

„უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა“.

28 დეკემბერს თბილისის საკრებულოში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა – საბა ბუაძემ და ლილე ლიპარტელიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“, სადავო პროექტი, რომელსაც იმთავითმე მოჰყვა კრიტიკა, უკან გაიწვიონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S