გერმანიამ დაადგინა რუსები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულში
27/12/2023 11:27:28 მსოფლიო
გერმანიამ დაადგინა იმ რუსების ვინაობა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გოსტომელში სამოქალაქო პირებზე მიზანმიმართულ თავდასხმაში, რომელთა შორის გერმანიის მოქალაქეც იყო. ეს ბერლინის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების პირველი გამოძიებაა. ამის შესახებ იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, იუწყება Spiegel.
ოფიციალური პირის თქმით, სროლაში ეჭვმიტანილი და მასზე პასუხისმგებელი ოფიცრები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.
"თუ დამნაშავეებს ჩვენ დავაკავებთ, ბრალს წაუყენებთ. და თუ უკრაინა ან სხვა ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, დააკავებენ ამ ადამიანებს, ჩვენ მივაწოდებთ მტკიცებულებებს, რათა ბრალდებები წარმატებით წარიმართოს", - თქვა ბუშმანმა.
ამ კონკრეტული საქმის გახსნამდე, ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო დეტალური გამოძიება შესაძლო ომის დანაშაულებებზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის დროს. მიზანია, თავდაპირველად შეგროვდეს მტკიცებულებები კონკრეტული ბრალდებულების გარეშე, მაგალითად, მოწმეების გამოკითხვით, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ გერმანიაში. მსგავსი მიდგომა იქნა გამოყენებული სირიაში ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით. საქმეს უკვე ჰყავს რამდენიმე გასამართლებული.
გერმანიის ხელისუფლებამ გაავრცელა მიმართვა უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რათა წაახალისონ ადამიანები, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება პოლიციას.
მანამდე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ მიიღო განცხადება რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის იგორ სალიკოვისგან, რომელიც ნიდერლანდებში გაიქცა და გამოაცხადა მზადყოფნა, მიეცეს ჩვენება რუსეთის ომის დანაშაულებებზე.


