Accentnews.ge
ASTRA: რუსულ გემზე თავდასხმის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა, 33 დაკარგულია

ASTRA: რუსულ გემზე თავდასხმის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა, 33 დაკარგულია

27/12/2023 08:42:54 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სადესანტო ხომალდ "ნოვოჩერკასკზე" განხორციელებული დარტყმის შედეგად, რომელიც ფეოდოსიის პორტში იმყოფებოდა, დაშავდა 23 პირი, მათ შორის 19 მეზღვაურია. ამის შესახებ ASTRA საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, მისი ცნობით, დაკარგულად ითვლება 33 მეზღვაური. ჯამში, გამოცემის წყაროების ინფორმაციით, დარტყმის დროს ბორტზე ეკიპაჟის 77 წევრი იმყოფებოდა. ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებულ ყირიმში დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ASTRA წერს, რომ აფეთქების ადგილზე აღმოაჩინეს Storm Shadow რაკეტის ნარჩენები.

ძლიერი აფეთქება ფეოდოსიის პორტში 26 დეკემბერს ღამით მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა დიდ სადესანტო გემზე და განაცხადა, რომ ის დაზიანდა. თუმცა აფეთქების ადგილიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, გემი თითქმის მთლიანად განადგურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S