Accentnews.ge
ფაშინიანი და ალიევი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მთიან ყარაბაღზე ბაქოს მიერ კონტროლის აღდგენის შემდეგ

ფაშინიანი და ალიევი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს მთიან ყარაბაღზე ბაქოს მიერ კონტროლის აღდგენის შემდეგ

27/12/2023 07:57:59 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც დსთ-ს არაფორმალური სამიტი გაიმართა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. ეს ფაშინიანის და ალიევის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადა, რასაც რეგიონის სომხური მოსახლეობისგან მასობრივად დაცლა მოჰყვა.

როგორც ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნაზელი ბაღდასარიანმა თქვა, „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს ლიდერებმა განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“.

„განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში“, - დასძინა ბაღდასარიანმა.

7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა მოულოდნელად გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. სხვა საკითხებთან ერთად, ერთობლივ განცხადებაში დადასტურებულია ურთიერთობების ნორმალიზების და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის განზრახვა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით და ნდობის გაძლიერებისადმი მიმართული ნაბიჯების გადადგმა. მალევე, 13 დეკემბერს ცნობილი გახდა მხარეების მიერ საზღვარზე პატიმრების გაცვლის თაობაზე: აზერბაიჯანმა 32 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, თავის მხრივ, ერევანმა ბაქოს 2 აზერბაიჯანელი პატიმარი გადასცა. 20 დეკემბერს სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის გრძელდება ონლაინ რეჟიმში. ხოლო მანამდე თქვა, რომ სავსებით რეალისტურად მიიჩნევს სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში გაფორმებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S