მედია: ირანი აჩქარებს გამდიდრებული ურანის წარმოებას
27/12/2023 07:33:58 მსოფლიო
ირანმა კვლავ გაზარდა 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება, რომლის რაოდენობამ თვეში ცხრა კილოგრამს მიაღწია. იუწყება Deutsche Welle ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული საკმარისი ურანი იმისთვის, რომ სამი ატომური ბომბი 90%-მდე გამდიდრების პარალელურად შექმნას. ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნების გამოყენებისთვის ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 90%-ია.
ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ მისი მიზანი ატომური ბომბის შექმნაა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დიპლომატები თვლიან, რომ ივნისში დაწყებული შენელება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ფარული მოლაპარაკებების შედეგი იყო, რასაც მიმდინარე წლის დასაწყისში ირანის მიერ ამერიკელი მოქალაქეების გათავისუფლება მოჰყვა.


