Accentnews.ge
ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდეს

ამერიკელმა სამხედროებმა წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდეს

27/12/2023 07:12:09 მსოფლიო

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წითელ ზღვაში დრონის და სხვადასხვა ტიპის რაკეტების ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.

როგორც აშშ–ის ცენტრალური სარდლობა X–ში წერს, სამხედროებმა გაანეიტრალეს „12 დრონი, სამი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და ორი სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა სამხრეთ წითელ ზღვაში“, რომლებიც გასროლილი იქნა ჰუთების მიერ 10 საათის განმავლობაში.

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ხსენებულ ტერიტორიაზე გემის დაზიანების ან მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S