
IDFI: მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერცერთ საგანში გადალახა
26/12/2023 19:03:02 საზოგადოება
მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა, – იტყობინება "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით.
აღნიშნული ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.
როგორც IDFI აცხადებს, დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეთა 65%–67%-მა ვერცერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე, ეს დონე კი საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება.