
ნიუ დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
26/12/2023 16:55:48 მსოფლიო
ნიუ დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ საელჩოს წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 5:20 საათზე იყო აფეთქება საელჩოს სიახლოვეს", - განუცხადა გამოცემას ისრაელის საელჩოს სპიკერმა გაი ნირმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.
ისრაელის ხელისუფლება ინდოელ კოლეგებთან აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად თანამშრომლობს.