Accentnews.ge
მედია: კრისტინა ოზგანთან მოლაპარაკებებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა

მედია: კრისტინა ოზგანთან მოლაპარაკებებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა

26/12/2023 13:22:35 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე–პრემიერ ქრისტინა ოზგანთან ზუგდიდში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძეც მონაწილეობდა, ენგურჰესის ხელმძღვანელობასთან ერთად. ამის შესახებ BMG ენგურჰესის თანამშრომელზე დაყრდნობით იტყობინება.

"დიახ, რომეო მიქაუტაძე შეხვდა. მინისტრი იყო იქიდან წამოსული და ცხადია, აქედანაც მაღალი რანგის პირი უნდა შეხვედროდა. მე არ ვესწრებოდი, თუმცა საქმიანი შეხვედრა იყო. როგორც იცით, რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. მათ ნოემბერ-დეკემბრის გადაიხადეს და შესაძლოა, შემდეგი თვეების გადასახადზე ისაუბრეს. ნამდვილად ვიცი, რომ ზამთრის მომარაგებაზე [ელექტროენერგიის] იყო საუბარი. საუბარი შეეხო გამრიცხველიანებას", - განაცხადა ენგურჰესის თანამშრომელმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა დაადასტურა ზუგდიდში "ენგურჰესის" წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მან "სპუტნიკ აბხაზიასთან" აღნიშნა, საუბარი ენგურჰესის კაშხალს შეეხებოდა.

"2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განვიხილეთ, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული", – განაცხადა ქრისტინა ოზგანმა.

ოზგანის განცხადებით, მან ქართულ მხარეს აცნობა ვარდნილჰესების რეკონსტრუქციის გეგმები.

როგორც "სპუტნიკ აბხაზია" წერს, "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამოგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S