
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
26/12/2023 12:30:10 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, წლის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ კომისიის მიერ გამოვლენილი სპორტსმენები, რომლებმაც, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს. ასევე დაჯილდოვდნენ მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა მიღწეული შედეგები და წარმატებები უსურვა.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის განვითარების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის პროგრამების დაფინანსება. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენების ხელშეწყობა. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების, ასევე, მათი მწვრთნელების საპრიზო თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1 მილიონ ლარს გადააჭარბა.
დაჯილდოების ფარგლებში 100-მდე წარმატებული სპორტსმენი გამოვლინდა ბერძნულ-რომაული, ძიუდოს, პარა-კარატეს, მკლავჭიდის და სხვა მიმართულებებით", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.