Accentnews.ge
ლუკაშენკომ ბელარუსისთვის რუსული ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დასრულებულად გამოაცხადა

ლუკაშენკომ ბელარუსისთვის რუსული ბირთვული იარაღის მიწოდების პროცესი დასრულებულად გამოაცხადა

26/12/2023 10:51:23 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ყველა რუსული ბირთვული იარაღი, რომლის მინსკისთვის მიწოდებაც იყო დაგეგმილი, უკვე ქვეყანაშია.

"ბოლო იყო [მიწოდება] ოქტომბრის დასაწყისში. ყველაფერი თავის ადგილზე და კარგ მდგომარეობაშია", - თქვა მან რუსული ბირთვული იარაღის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მას ასევე კითხეს, როდის არის დაგეგმილი შემდეგი სამხედრო წვრთნები.

"ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ. ყოფილი "ვაგნერელებიც" კი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, დღეს ჩვენს ქვედანაყოფებში მუშაობენ და გამოცდილებას გადასცემენ",– თქვა ლუკაშენკომ.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. მომდევნო თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღის ნაწილი უკვე ბელარუსში იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S