
ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში გამართულ გალა კონცერტზე
26/12/2023 09:08:47 საზოგადოება
თბილისის მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა კონტრაქტი კომპანიასთან, რომელმაც დედაქალაქში ახალი წლის ღამეს გალა კონცერტი უნდა გამართოს. 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს Smart Event-თან დაიდო.
ხელშეკრულების პირობებში აღნიშნულია შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა.
ახალი წლის ღამეს იმღერებენ:
- ნატო მეტონიძე;
- სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);
- ეკა მამალაძე;
- ნუკრი კაპანაძე;
- ეკა კახიანი;
- ლიზა ბაგრატიონი;
- ნატა ქუთათელაძე;
- დათო ალადაშვილი;
- ნიკა კოჩაროვი;
- ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;
- მაია ჯაბუა;
- გიორგი მახარაშვილი;
- სოფო გელოვანი;
- მარიამ ებრალიძე;
- ანრი ჯოხაძე;
- ანა დოიაშვილი;
- საბა მიქელაძე;
- ნინა სუბლატი;
- ლიკა სირაძე;
- სანდრო მოსეშვილი;
- საბა ჩაჩუა;
- თინათინ დათიკაშვილი;
- მარიამ როინიშვილი;
- კონსტანტინე ყიფიანი;
- ნიკოლოზ ქაჯაია.
ასევე ანსამბლები:
- "ერისიონი";
- "შვიდკაცა";
- "მართვე";
- გორის გოგონათა გუნდი.
გარდა ამისა, დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
ხელშეკრულების თანხაშია გათვალისწინებული წამყვანების, სცენარისტების, რეჟისორების ჰონორარები და ასევე სხვადასხვა საჭირო რეკვიზიტები.
თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, გალა კონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.