Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხომალდ "ნოვოჩერკასკის" დაზიანება დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხომალდ "ნოვოჩერკასკის" დაზიანება დაადასტურა

26/12/2023 07:39:13 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა მათი სადესანტო ხომალდო "ნოვოჩერკასკი" დააზიანეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ორი უკრაინული სუ-24-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

"ამ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საჰაერო მართვადი რაკეტებით მოტანილი თავდასხმის მოგერიების დროს, ფეოდოსიის ბაზირების პუნქტში დაზიანება მიიღო დიდმა სადესანტო ხომალდმა ნოვოჩეკასკიმ. ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ფარგლებში ჰსთ-ის საშუალებებით ჟოვტენის დასახლებულ პუნქტში გავანადგურეთ მოწინააღმდეგის ტაქტიკური ავიაციის ორი თვითმფრინავი სუ-24, რომლებიდანაც საჰაერო მართვადი რაკეტები გაუშვეს". – ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურეს.

„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - დაწერა ოლეშჩუკმა.

საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს ირანული დრონები გადაჰქონდა.

ანექსირებული ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურის სერგეი აკსიონოვის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი, დაიჭრა ორი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S