Accentnews.ge
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

26/12/2023 07:05:14 მსოფლიო

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს რამდენიმე კანონში, რისი მიზანიც სამხედრო სამსახურისა და მობილიზაციის საკითხების სრულყოფაა.

საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულია:

  • სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირება.
  • ტყვეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის დასვენების საშუალების მიცემა, 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების შენარჩუნებით.
  • წვევამდელთა და რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის სრულყოფა.

გუშინ ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზაციის ინიციატივა აქვს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამხედროებმა 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება სთხოვეს, მაგრამ მათ მოსთხოვა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ ახალი მეომრების მობილიზებას, არამედ მათ დემობილიზაციას, ვინც უკვე თითქმის ორი წელია, იბრძვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S